პაატა ზაქარეიშვილი - როცა დანგრეული და განადგურებული სირია დარწმუნდა, რომ რუსეთი მართლა ეხმარება ასადის რეჟიმს, რუსეთის გამო ეს ნაბიჯი გადადგა

სირიას არანაირი პირდაპირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ გააჩნია, ისევე, როგორც საქართველოს არ გააჩნია სირიის მიმართ ინტერესი - აშკარაა, რომ სირიამ “აღიარების“ გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო, - ამის შესახებ შერიგების საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, სირია რუსეთის მძევალია და ასადის რეჟიმი იძულებული გახდა, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა ეღიარებინა.

“რუსეთი სირიას ეჭიდავებოდა სამი-ოთხი წელი, თუ უფრო მეტი არა. სამი წლის იქით არ მიდის ინფორმაცია, სადაც სირია აფხაზ “ჩინოვნიკებს“ ელაპარაკება. სირიას ამის გაკეთება რომ სდომოდა, სამი წლით ადრე გააკეთებდა. სირიამ - დანგრეულმა და განადგურებულმა სახელმწიფომ ძალიან დიდი ხანი მოანდომა და როცა დარწმუნდა, რომ რუსეთი მართლა ეხმარება ასადის რეჟიმს - რეალურად ასადის რეჟიმი რუსეთმა გადაარჩინა, ეხმარება რა სამხედრო ძალებით და ჯარისკაცებით, ეს დახმარება იმდენად დიდი იყო, რომ სხვა გზა არ დარჩენოდა, რომ რუსეთის გამო ეს ნაბიჯი გადაედგა. სირიას ამაში სხვა მოგება და ინტერესი არ აქვს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის