არჩილ თალაკვაძე - ბაშარ ასადის გადაწყვეტილებას არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტილებას არც ლეგიტიმაცია და არც ხალხის მხარდაჭერა არ ექნება. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რუსეთის მანიპულირებით ასადის რეჟიმმა ე.წ. სახელმწიფოების აღიარებასთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

"ბუნებრივია, ეს არაღიარების პროცესში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს, ეს რეჟიმებისთვის მოჩვენებითი აღიარებაა. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვაქვს და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა ვერანაირად ვერ ექნება, რადგან სირიაში კრიზისია. ასადს და მის რეჟიმს სირიელი ქალების, კაცებისა და ბავშვების ხმა არ ესმით. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არანაირი ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, რატომ მოხდა ახლა ე.წ. აღიარება, თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ასადის რეჟიმი რუსეთთან იმ მოვლენების შემდეგ ვალშია, რომელიც სირიაში ბოლო პერიოდში განვითარდა“.

„შესაბამისად, რუსეთმა ეს დავალიანება იმისთვის გამოიყენა, რომ ასადის რეჟიმს ე.წ. აღიარება მიეღო", - განაცხადა თალაკვაძემ.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ გუშინ აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს