დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია სამეგრელოს ესტუმრა

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელოში იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დელეგაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად უმასპინძლა.

მათივე ინფორმაციით, რეგიონის გუბერნატორმა, დიდი ბრიტანეთის ლორდთა და თემთა პალატის წევრებს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში მეგზურობა გაუწია.

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ზუგდიდის ტექნოპარკს სტუმრობდა, სადაც ტექნოპარკის პროექტებს და "ფაბ ლაბში" მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

საქმიან ვახშამზე ლევან შონიამ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პოტენციალი გააცნო და რეგიონში მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაურა. ლევან შონიამ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და მის მნიშვნელობაზე.

25-31 მაისს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, საპარლამენტო ორმხრივ ვიზიტს საქართველოში მართავს. დელეგაციის წევრები 29 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ.

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრები გაიმართა, დელეგაცია საქართველოს 31 მარტს დატოვებს.

საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დიდი ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა მასპინძლობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა