გიგა ბოკერია - ასადი რომ გაღიარებს, ეს დადასტურებაა, რომ არალეგიტიმური ხარ, შენი მოკავშირე სისხლიანი რეჟიმია და ორივე ხართ პუტინის რეჟიმი

ასადი რომ გაღიარებს, ეს დადასტურებაა, რომ ხარ არალეგიტიმური, შენი მოკავშირე სისხლიანი რეჟიმია და ორივე ხართ პუტინის რეჟიმი. თუ დადასტურდება ისიც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრესისგან გაიგო, ეს არის უკვე დიაგნოზი ჩვენი ხელისუფლების შიგნით, რადგან მთავრობამ ყველაზე ცუდ რეჟიმებთანაც უნდა იმუშაოს, რომ არ მოხდეს აღიარება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

,,ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ჩაუტარებია საჭირო სამუშაო იმ პარტნიორებთან, ან თუნდაც ძალიან პრობლემატურ პოლიტიკურ მოთამაშეებთან, ვისთანაც ის უნდა მუშაობდეს და ამის დასტური არის ის, რომ პრესიდან გაიგეს ამ ფაქტის შესახებ. თუკი ეს ფაქტი საბოლოოდ დადასტურდება, ამაზე მეტი არაკომპეტენტურობა და უსაქმურობა ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ ბუნებრივია, პარლამენტის და პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლი და ვალდებულებაა ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ამ თემაზე აღმასრულებელ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი და დავუსვათ კითხვები. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ამ საკითხს ბოლომდე დავსვამთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს