ნოდარ ხადური ბულგარეთში კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრას ესწრება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური ბულგარეთის კონკურენციის დაცვის კომისიის ორგანიზებით, კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრას ესწრება. შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს ბულგარეთის თავმჯდომარეობის აღნიშვნის ფარგლებში დღეს სოფიაში იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრა ევროპის კონკურენციის კანონმდებლობის ძირითად საკანონმდებლო პროცესებსა და ენერგოსექტორში კონკურენციის ორგანოების წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება. შეხვედრაზე განიხილება კონკურენციის ორგანოების ეფექტიანი მუშაობისა და ბაზრის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის საჭირო პრაქტიკა. ასევე კონკურენციის სამართალდარღვევების გამოვლენისათვის აუცილებელი უფლებამოსილებანი, ევროპის კონკურენციის ქსელის პლიუს დირექტივა, ზარალის ანაზღაურება და ზარალის დირექტივა, კონკურენციის წესების ქმედითი დამუშავება და არსებული რესურსების სრული გამოყენება დასახული ამოცანების შესასრულებლად.

შეხვედრაში მონაწილეობენ კონკურენციის წამყვანი ექსპერტები: ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში მარგარეტ ვესტაგერი, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი ანტონიო გომესი, ბულგარეთის კონკურენციის დაცვის კომისიის თავმჯდომარე ჯულია ნენკოვა, ბულგარეთის კონკურენციის დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტარ კუმურჯიევი, ბელგიის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტი ჯაქუეს სტეენბერგენ, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს მმართველი დირექტორის მოადგილე ნატალი ჰარდსდორფი, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალური დირექტორი თეოდორ ტანერი, იტალიის კონკურენციის ორგანოს გენერალური მდივანი რობერტო ჩიეპა და ა.შ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ჭიჭინაძე და პროექტის ექსპერტი აურელიო ლა ტორე. სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა