ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - სასამართლომ რატომ გამოიტანა აღნიშნული გადაწყვეტილება, გაურკვეველი და ბუნდოვანია

სასამართლომ რატომ გამოიტანა აღნიშნული გადაწყვეტილება, ჩვენთვის ეს გაურკვეველი და ბუნდოვანია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. სასამართლომ რომელი მტკიცებულება გაიზიარა და რომელი არა, გაურკვეველია. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება და როდესაც სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება, საქმის განხილვა, ჩვენი მოთხოვნა იქნება იგივე. გვექნება მოლოდინი, რომ იმ ბრალდებით გამტყუნდებიან ბრალდებულები, რაც ჩვენ გვქონდა წარდგენილი“, – განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური და დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა. სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა