“თავისუფალი დემოკრატები" მთავარი პროკურორის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ

“თავისუფალი დემოკრატები" მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ, - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამუშიას განმარტებით, სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაადასტურა, რომ ქვეყანაში სამართალდაცვითი და საგამოძიებო სტრუქტურები არის სრულიად მოშლილი და შესაძლებელი ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების გამოტანა.

“ეს გადაწყვეტილებები განპირობებულია პირველ რიგში პროკურატურის მიზანმიმართული ქმედებებით, ვინაიდან ჩვენ თვეების განმავლობაში ვხედავდით, რომ დაზარალებულის მამა, გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა ამბობდა, რომ ამ საქმეში ყველაფერი რიგზე არ იყო. ითხოვდა შველას და დახმარებას პროკურატურისაგან. საპასუხოდ პროკურატურისაგან ვიგებდით, რომ ყველაფერი იყო რიგზე და ამ საქმეში ყველა სავარაუდო ბრალდებული პასუხისგებაში იყო მიცემული. მთავარი პროკურორი ამბობდა, რომ გამოძიება ობიექტურად იყო ჩატარებული. დღევანდელმა სასამართლო გადაწყვეტილებამ, დაადასტურა რომ არა თუ ყველაფერი არ არის რიგზე, არამედ საერთოდ არაფერი არ არის რიგზე. გამოძიება არის ნახევრად ფაბრიკატი. აქედან გამომდინარე, გამოძიება თავიდან არის ჩასატარებელი აღნიშნულ საქმეზე, რათა დაისაჯონ აღნიშნულ ქმედებაში სავარაუდოდ დამნაშავეები. ამ გამოძიებას კი ვერ ჩაატარებს პროკურატურა მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით. ჩვენი მოთხოვნაა მთავარმა პროკურორმა დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა“, - განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, ირაკლი შოთაძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება არ იყო სრულყოფილი.

“აქედან გამომდინარე, ის უკვე ვერ ჩაატარებს, ვერ იქნება ობიექტური პირი, ვერ იქნება ობიექტურობის გარანტი ამ გამოძიებაში. ასევე ვითხოვთ, რომ ახალი გამოძიების პირობებში, რომელმაც უნდა გამოავლინოს სავარაუდო დამნაშავეები და ყველა მონაწილე პირი უნდა წარსდგეს სამსჯავროზე, ჩაატარონ იმ პროკურორებმა და გამომძიებლებმა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის გამოძიებაში და რომლებიც არ არიან შემჩნეულები პოლიტიკური საქმეების შეკერვაში. ვინაიდან პოლიტიკური საქმეების შეკერვაში დახელოვნებული პირები პროკურატურაში ძალიან ბევრნი არიან. აქედან გამომდინარე, “თავისუფალი დემოკრატების’’ მოთხოვნაა მთავარი პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენება. ასევე მინდა მივმართო დაზარალებულების ოჯახს, ჩვენ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უსამართლობასთან ბრძოლაში და როგორც წინა ხელისუფლების დროს ვედექით ნებისმიერ დაზარალებულს და ნებისმიერ ადამიანს უთანასწორო ბრძოლაში უსამართლობასთან და ხელისუფლებასთან, დღესაც მზად ვართ ბოლომდე დავუდგეთ ამ ადამიანებს მათ დასაცავად გვერდით“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა