ბიძინა გეგიძე საგამოძიებო კომისიის ფორმატს მხარს არ უჭერს და ამის ალტერნატივად პარლამენტს „უმრავლესობის ფორმატს“ სთავაზობს

საგამოძიებო კომისიის ფორმატს მხარს ვერ დავუჭერ - ნდობის დეფიციტია იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც აპირებს და ინიცირებს კომისიის შექმნას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ გააკეთა.

გეგიძე კოლეგებს ალტერნატივად “უმრავლესობის ფორმატს“ სთავაზობს.

“კომისიის შექმნის ფორმატს მე მხარს ვერ დავუჭერ. იმის მიუხედვად, რომ აშკარაა, ფონი არის მძიმე, სასამართლოს და პროკურატურის მიმართ ნდობის დეფიციტი სახეზეა. ასევე ნდობის დეფიციტია პირადად ჩემში და ალბათ ჩემს კოლეგებში იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც აპირებს და ინიცირებს კომისიის შექმნას. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭის დრო არ არის. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უმრავლესობას გააჩნია რესურსი, რათა შექმნილ სიტიაციაში იმოქმედოს კომისიის ფორმატის გარეშე, მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს მმართველი ძალის - უმრავლესობის ფორმარტით და არა შექმნილი სიტუციიდან გამომდინარე, დღის წესრგიში ხელოვნურად გაჩენილი კომისიის ფორმატში“, - განაცხადა გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობს. შესაბამისი დადგენილების პროექტი საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა.

კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოხდება კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენა და შემდგომში კენჭი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ეყრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა