საქართველოს ფოსტამ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაცია გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფოსტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა პირველი რესპუბლიკის დაფუძნების უნიკალური დოკუმენტების დედნები. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და საქრთველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ გახსნეს.

„ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეროვნული საფოსტო მარკა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ერთ-ერთი დამადასტურებელი სიმბოლოა. მისი მეშვეობით ჩვენ დანარჩენ მსოფლიოს ვუზიარებთ ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს. საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებული საფოსტო მარკების ესკიზების ღია კონკურსის შედეგად, მარკების კომისიის მიერ ბაადურ ქობლიანიძის მიერ წარმოდგენილი ესკიზები შეირჩა თემაზე - „საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე“. წარმოდგენილი იქნა სამი მარკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, რუკა და დროშა. ამ საფოსტო მარკების ვიზუალი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული პირველი რესპუბლიკის უნიკალური დოკუმენტების და ფოტომასალის გამოყენებით შეიქმნა. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნული არქივს გაწეული დახმარებისა და ამ უნიკალური განძის გაზიარებისთვის“ - განაცხადა საქრთველოს ფოსტის გენერალურმა დირექტომა, ლევან ჩიკვაიძემ.

როგორც სქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღიარების შემდეგ პირველი ეროვნული ქართული საფოსტო მარკები 1919 წლის 26 მაისს გამოიცა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფოსტა ეროვნული საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომი განვითარების და პოპულარიზაციის ამაღლების მიზნით, მომავალ წელს პირველი ეროვნული საფოსტო მარკების განახლებულ გამოცემას გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა