ჯუზეპე კონტემ იტალიის პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა

ჯუზეპე კონტე დათანხმდა იტალიის მთავრობას გაუძღვეს, - ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გენერალურმა მდივანმა უგო ძამპეტიმ განაცხადა.

„პრეზიდენტმა სერჟიო მატარელამ ჯუზეპე კონტის შესთავაზა მთავრობას გაუძღვეს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ჯუზეპე კონტემ პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. ფიცის დადების ცერემონია დღეს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე შედგება“, - განაცხადა უგო ძამპეტიმ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ჯუზეპე კონტემ უკვე მიიღო პრემიერის მანდატი, თუმცა 27 მაისს უარი განაცხადა თანამდებობაზე, ვინაიდან იტალიის პრეზიდენტმა არ დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს