ნინო ლომჯარია - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში არ უნდა დარჩეს იმის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მისთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას ცდილობს

საქართველოს მომავალი მთავარი პროკურორის არჩევა უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პასუხი განვითარებულ მოვლენებზე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს, მთავარი პროკურორის არჩევის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ლომჯარია აცხადებს, მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურა სამოქალაქო საზოგადოების და სხვა წრეებთან შეთანხმებით უნდა დასახელდეს და ის ფართო საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს, ასევე ჰქონდეს მიუკერძოებლის, აპოლიტიკურის და პროფესიონალი ადამიანის რეპუტაცია.

„ვფიქრობ, საქართველოს მომავალი მთავარი პროკურორის არჩევა უნდა იყოს ერთ-ერთი პასუხი სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებზე. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დაგვანახებს როგორი პასუხი ექნება ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ დარჩეს შეგრძნება იმისა, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ცდილობს მისთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას. აუცილებელია პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოების და სხვა წრეებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ისეთი კანდიდატურს დასახელება, რაც მისაღებია ფართო საზოგადოებისთვის და აქვს მიუკერძოებლის, აპოლიტიკურის და პროფესიონალი ადამიანის რეპუტაცია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა