გიგი წერეთელი - საქმის შსს-ში გადატანა და მთავარი პროკურორის გადადგომა ადასტურებს, რომ გამოძიება დიდი დარღვევებით მიდიოდა

საქმის გადატანა შსს-ში და მთავარი პროკურორის გადადგომა, რა თქმა უნდა, იმის აღიარებაა, რომ ძალიან დიდი დარღვევებით მიდიოდა ეს საქმე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად და მასთან შესახვედრად მივიდა.

"მე ვფიქრობ, გულგრილი ვერავინ დარჩება იმ მოვლენების მიმართ, რაც განვითარდა. მთავარი საკითხი დღეს, რა თქმა უნდა ისაა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს და მამა, რომელიც ასეთ მძიმე დღეშია და ახალგაზრდები, რომლებიც მას თანაუგრძნობენ, დარწმუნდნენ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია იყოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება სხვა საკითხებს, კრიზისულ ვითარებას და სხვა, ამას ალბათ სხვა ტიპის ცვლილებები სჭირდება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის განცხადებით, ტყუილად ახალგაზრდების პროტესტი არ ხდება.

"რაც გუშინ გაცხადდა - საქმის გადატანა შსს-ში და მთავარი პროკურორის გადადგომა, რა თქმა უნდა, იმისს აღიარებაა, რომ ძალიან დიდი დარღვევებით მიდიოდა ეს საქმე და ტყუილად ასეთი პროტესტი არ ხდება საზოგადოებაში, მითუმეტეს ახალგაზრდებში, რომლებიც ძალიან გულწრფელად არიან მოსული ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულისა და ნაწილის გარეშე", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა