ზაზა სარალიძესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა მედიისთვის კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. შესაბამისად, უცნობია ის დეტალები, რაზეც შეხვედრაზე სამღვდელოებამ ყურადღება გაამახვილა.

შეხვედრა პარლამენტთან გაშლილ ერთ-ერთ კარავში მიმდინარეობდა, რომელსაც მოკლული დათო სარალიძის მამასთან ერთად, აქციის ორგანიზატორთა ნაწილიც ესწრებოდა.

შეხვედრა 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მედიისთვის დახურული იყო.

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ამ დროისთვის იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რის შემდეგაც საპროტესტო აქციები განახლდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა