ეკა ბესელია - მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმი არის ძალიან მაღალი

მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევისას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების გარდა, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისდამი მაღალი ნდობა და პრინციპულობის მაღალი სტანდარტი იქნება, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ამასთან, ბესელიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, მთავარი პროკურორის პოსტზე ვანო ზარდიაშვილისა და კახა კახიშვილის კანდიდატურების შესაძლოა განხილვის შესახებ.

“კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელება არ შემიძლია, რადგან ამ ეტაპზე ასეთი გვარი არ არსებობს. პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრს დავალება მისცა, რომ დაიწყოს პროცესი. ვიდრე პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურა წარედგინება, შერჩევა მოხდება მაქსიმალური კონსულტაციებით და ღიაობით, რათა კანდიდატები რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით შეირჩნენ. მთავარ პროკურორს საბოლოოდ პარლამენტში ირჩევს და კრიტერიუმები, ბუნებრივია, არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გუშინ თანამდებობა დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა