მალხაზ მაჩალიკაშვილი - ყველანი ერთად ვიბრძოლებთ, პარტიები, სტუდენტები, მოსწავლეები, გლეხი, ბერი და დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ამ ხელისუფლებაში სიმართლის დადგენა შეუძლებელია. აღნიშნული განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე გააკეთა.

გუშინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ზაზა სარალიძესთან, ზვიად კუპრავასთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში შეხვედრა გამართეს.

„ყველანი ერთად ვართ და ვიბრძოლებთ – პოლიტიკური პარტიები, ხალხი, სტუდენტები, მოსწავლეები, გლეხი, ბერი, ყველა ერთად ვიქნებით და ყველა ერთად დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა