ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი უფლებას იტოვებს, პასუხი გასცეს ირანის მცდელობებს, რათა მან სამხედრო კუთხით თავი არ დაიმკვიდროს სირიის ნებისმიერ ნაწილში

ისრაელი უფლებას იტოვებს, პასუხი გასცეს ირანის მცდელობებს, რათა მან სამხედრო კუთხით თავი არ დაიმკვიდროს სირიის ნებისმიერ ნაწილში, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ „ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან განიხილა“.

„ეს მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელი წინააღმდეგობას გაუწევს ახლო აღმოსავლეთში და განსაკუთრებით სირიაში ირანის ექსპანსიის აგრესიულ გეგმებს. „რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ გავიმეორო: ისრაელი არ დაუშვებს იმას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა