გერმანელი პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს ლექციას გამართავენ

გერმანიის ქალაქ დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დღეს ლექციას გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ლექციებს ჩაატარებენ თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ანდრეას ჰამმახერი და თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი.

ლექციის თემაა: „ყბა-სახის მიდამოს ტრავმატოლოგია - კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა“ (პროფესორი ჰ.ზიბერი); „ზედა და ქვედა ყბის ძვლოვანი რეკონსტრუქციის შესაძლებლობანი“ (პროფესორი ა. ჰამმახერი); „სიბრძნის კბილები - კლინიკური გამოვლინებების თავისებურებები, ექსტრაქციის ტექნიკა“ (პროფესორი ვ. ვაილერტი).

როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა მათი გერმანელი საპატიო დოქტორები და პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტში პერიოდულად ჩამოდიან და ლექციებს მართავენ. დღეს ისინი სამ ლექციას წაიკითხავენ.

„გუშინ გერმანელმა პროფესორებმა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში 30–მდე პაციენი მიიღეს და მათ უფასო კონსულტაციები გაუწიეს. 5 და 6 ივნისს კი ოპერაციებს ჩაატარებენ“, – განაცხადა რექტორმა

პროფესორ ჰაამახერის თქმით, დღევანდელ ლექციებზე ისინი ისაუბრებენ სხვადასხვა მოტეხილობებზე, ამ მოტეხილებების მენეჯმენტზე და ასევე, პირად ჰიგიენაზე პროფესიული კუთხით.

„ჩვენ ექვსი წელია ვთანამშრომლობთ სამედიცინო უნივერსიტეტთან, ვატარებთ ლექციებს და ასევე, ოპერაციებს მცირეწლოვან პაციენტებთან“, – განაცხადა ჰაამახერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა