ზაზა ალთუნაშვილი - ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ამ ეტაპზეც შესაძლებელია

საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად მარტო ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა საკმარისი არ არის. აუცილებელი და მთავარია, მოწმეთა ჩვენება. როგორც ვიცი, გამოკითხული 100 ადამიანი იყო და ცოტა უცნაურია, გამოძიებამ მათგან ჩვენება და ინფორმაცია ვერ მიიღოს, – ამის შესახებ საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, დამოუკიდებელმა ექსპერტ-კრიმინალისტმა ზაზა ალთუნაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე განაცხადა.

ალთუნაშვილმა საქმეში ამჟამად არსებულ ნივთმტკიცებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოძიების შანსი არსებობს.

მისივე თქმით, არც–ერთი მხრიდან ამ საქმეში ჩართული არ არის, თუმცა აღნიშნული საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილ ფაქტებზე განმარტებები გააკეთა.

„ჩემთვის საქმეზე იმდენივე დეტალია ცნობილი, რაც საზოგადოებისთვის. ვადევნებდი თვალყურს, თუ რა შუქდებოდა. აქედან გამომდინარე, მთლად ისე არ არის საქმე, რომ ამ საქმის გამოძიება შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზეც შეიძლება გამოძიება და საქმეზე დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება“, – განაცხადა ალთუნაშვილმა.

მისივე თქმით, ამის თქმის საშუალებას მას აძლევს ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს და პირების დაკითხვის შესაძლებლობა.

„არსებობს კონკრეტული ნივთიერი მტკიცებულებები, რომელზეც არა მგონია, ზემოქმედება მომხდარიყო, ვინაიდან ეს არის დასურათებული და აღწერილი. ზედმეტი დაზიანების მიყენება ნივთიერ მტკიცებულებებზე, არა მგონია, რომ მომხდარიყო“, – დასძინა დამოუკიდებელმა ექსპერტ-კრიმინალისტმა.

რაც შეეხება, გარდაცვლილი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებას, რომ საქმეში არსებული დანა გაღუნულია, ალთუნაშვილის თქმით, ექსპერტიზის ჩატარების დროს არის მეთოდიკა, რომელიც დანის სიმტკიცის შესამოწმებლად ტარდება რა დროსაც შესაძლებელია მისი გაღუნვა მოხდეს.

„გაჟღერდა, რომ დანა გაღუნულია. ექსპერტიზის ჩატარება დანაზე მოითხოვს კონკრეტულად, თავისებურ მეთოდიკას. არის მეთოდიკა, რომლითაც ექსპერტიზები ტარდება. არც ის მგონია, რომ დანა გაღუნულია, მაგრამ თუ ეს ასეა, იძლევა მაინც საშუალებას ექსპერტიზა ჩატარდეს. აქ საუბარია დანის პარამეტრებზე.

გაღუნულ დანას პარამეტრები ხომ არ შეიცვლებოდა, ექსპერტიზის შედეგები რომ მიიღო?! ექსპერტიზის ჩატარების დროს არის მეთოდიკა, როდესაც მისი სიმტკიცის შესამოწმებლად ტარდება და შესაძლებელია მაშინ გაიღუნოს. მე როგორც ვიცი, გარდაცვლილი მოზარდის მამამ განაცხადა, რომ ექსპერიმენტების დროს მოხდა დანის გაღუნვა“, – განაცხადა ალთუნაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა