ირაკლი კობახიძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველო“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველო“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი – ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხი იყო,რომ კომისიაში მათ გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდათ და ჩვენ ამაზე შევთანხმდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს შეისწავლის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქმე ბავშვების მკვლელობას ეხება და დაუშვებელია ამ საქმეზე რაიმე პოლიტიკურ სპეკულაციებს ჰქონდეს ადგილი.

„პარლამენტის კომისიის შემადგენლობაში უმცირესობა უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. უმცირესობას ეყოლება 9 წევრი და უმცირესობის წარმომადგენელი იქნება კომისიის თავმჯდომარე. კომისიაში წევრი და თავისი კვოტა ექნება ასევე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“. ჩვენი მიზანია, რომ ამ ძალიან მძიმე დანაშაულს ნათელი მოეფინოს და ყველა დეტალი გახდეს გაცხადებული. იმედი მაქვს, რომ ყველა სუბიექტი, ვინც კომისიაში იქნება, სწორედ ამ სულისკვეთებით იმოქმედებს. ამ შემთხვევაში პარლამენტის საგამოძიებო კომისია აუცილებლად მიაღწევს შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა