მარიამ კუბლაშვილი - ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არ ყოფილიყო პრემიერთან შეხვედრაზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე არ დაუშვან. როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, მაჩალიკაშვილს ვერც კი წარმოედგინა, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდა,

"ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მე ვიყო მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე. ეს იყო ჩვენი სურვილი და ვერც კი წარმოგვედგინა სხვაგვარად, რომ ეს ადამიანი არ იქნებოდა ამ შეხვედრაზე. მაჩალიკაშვილს პრემიერის პირადი მიწვევა შეხვედრაზე არ მიუღია, თუმცა ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მალხაზი არ ყოფილიყო ამ შეხვედრაზე. ბატონი ზაზა დაუკავშირდა მალხაზს და უთხრა, რომ იმ ადამიანებმა, ვისთანაც მას აქვს კონტაქტი, უთხრეს, რომ შეხვედრა იქნებოდა მხოლოდ მასთან. მე მოვუწოდე მალხაზს, რომ წინასწარი ემოციებისგან თავი შეიკავოს, მოვა ბატონი ზაზაც ადგილზე. ჩვენ მზად ვართ ამ შემთხვევისთვის და უნდა დავრწმუნდეთ იქნება თუ არა ოფიციალური უარი“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 14:00 საათზე, ზაზა სარალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრის ბედი ამ დრომდე უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება