პრემიერი და შს მინისტრი ამ წუთებში ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდებიან

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე მოკლული მოზარდის ოჯახის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი და შს მინისტრი დღეს ასევე შეხვდნენ დავით სარალიძის მშობლებსა და თემირლან მაჩალიკაშვილის მამას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მთავრობის მეთაურს 10 ივნისამდე აძლევს ვადას, რომ დაისაჯონ ხორავას ქუჩაზე ჩადენილ მკვლელობაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ერეოდნენ საგამოძიებო მოქმედებებში, აყალბებდნენ მტკიცებულებებს და მოწმეებზე ახდნედნენ ზეწოლას. საუბარია მირზა სუბელიანზე.

ზაზა სარალიძის განცხადებით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძესაც. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები კი აღნიშნავენ, რომ 10 ივნისამდე აქციები გაგრძელდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზაზა სარალიძის მიერ დაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 10 რიცხვიდან აქციები უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა