ირაკლი კოვზანაძე - ჩვენი მიზანი ეკონომიკის სწრაფი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებაა

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დაიწყო და წარმატებით ახორციელებს, - ამის შესახებსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს გამართულ კონფერენციაზე “ინიციატივა მდგარდი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამავე დროს, 17 მიზნიდან, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ 2030 წლის დღის წესრიგში დააყენა, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 2016-2020 წლების ოთხპუნქტიან გეგმასთან.

“საქართველოს ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტია, მასში სოციალური სფეროს დაფინანსებაზე გათვალისწინებულია ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების 47%-მდე, რაც ესადაგება გაეროს უპირველეს მიზანს - სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას მსოფლიოში. 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება გასამმაგდა, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის დაფინანსება კი ორჯერ გაიზარდა, რაც ასევე წარმოადგენს გაეროს მიზანს - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, განათლების სფეროზე მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მილიარდ 236 მილიონ ლარზე მეტი, რაც მოიცავს ინკლუზიური განათლებისთვის გამოყოფილ თანხებს და 2012 ანალოგიურ მაჩვენებელს, თითქმის, ორჯერ აჭარბებს.

“აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ასიგნებებია გამოყოფილი სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით. 2018 წელს სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯავს, დაახლოებით, 4 მლრდ. ლარს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურასა და ქალაქსა და რეგიონებს შორის განსხვავების აღმოფხვრას, არამედ რამდენიმე ათეულ ათას დამატებით სამუშაო ადგილს, ასევე ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხელშეწყობას, რასაც გაეროს მიზნების ჩამონათვალშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია”, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

კოვზანაძემ აღნიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად ჩართულია საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის ზედამხედველობის პროცესში და სისტემატურ კონტროლს უწევს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სახელმწიფო ხაზინის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

დეპუტატმა მდგრადი განვითარების მიზნებზე საუბრისას გასულ წელს განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

“მოგების გადავადებული გადასახადის, ე.წ. ,,ესტონური მოდელის“ შემოღებამ ქართულ ბიზნესს 0.5 მილიარდი ლარის საინვესტიციო რესურსი დაუტოვა. გარდა ამისა, წელს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდა, რომლის შემოღების ინიციატივით მე ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში გამოვდიოდი. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის გაძლიერების, ასევე სავალდებულო დაზღვევის რიგი მიმართულებების ამოქმედების კუთხით, აქტიური მუშაობა დაიწყო კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე. რომლის განხორციელებისთვის ძირითადი ღონისძიებები წელს არის დაგეგმილი”, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ამასთანავე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზეც, რომლის ამოქმედება გათვალისწინებულია 2018 წლის მესამე კვარტლიდან.

“ეს აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი აქტი იქნება სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილების და გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთის მხრივ პენსიონერთა უზრუნველყოფის, მეორეს მხრივ კი ქვეყანაში საინვესტიციო რესურსის ახალი წყაროს ფორმირების და კაპიტალის ბაზრის გააქტიურების მიმართულებით - ჩვენი მიზანი საქართველოს ეკონომიკის სწრაფი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებაა”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა