რომში, წმინდა საყდართან ფოტოგამოფენა „ცხოვრება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“ გაიხსნა

ქალაქ რომში, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფოტოგამოფენა „ცხოვრება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“ გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა ოფიციალურად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ გრძელიძემ გახსნა.

მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე ქართველი ფოტოგრაფის, თაკო რობაქიძის, ფოტონამუშევრებია წარმოდგენილი. ფოტოები საქართველოში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შედეგად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებას ასახავენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მონსინიორ ჯოზეფ მერფიმ და წმინდა საყდართან აშშ-ის ელჩმა, კალისტა გინგრიჩმა. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს.

საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს, რომის კურიის, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, რომის პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური წრეების წარმომადგენლები.

ფოტოგამოფენა მიმდინარე წლის 23 ივნისამდე გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა