პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს. პარტიის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პირველ სხდომაზე საგამოძიებო კომისია ყველა შესაბამისი უწყებიდან მასალებს გამოითხოვს.

,,პირველ სხდომაზე, ყველა შესაბამისი უწყებიდან საგამოძიებო კომისია მასალებს გამოვითხოვთ, რომელიც ამ საქმეს ეხება. გვექნება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან. დღეს და ხვალ დავიწყებთ კონკრეტულ შეხვედრებს, როგორც დაინტერესებულ მხარეებთან, ისე დაზარალებულების ოჯახებთან. კომისიის ფარგლებში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა