ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადართა ნაწილი მერიასთან აქციას მართავს

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადართა ნაწილი მერიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია უცხადებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ლევან სამხარაულის ბიუროს მიერ დადებული დასკვნა არის გაყალბებული და რეალობას არ ასახავს. მათი თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს საცხოვრისი მათ დააზიანეს.

"მოვითხოვთ, რეალურ დასკვნას, რადგან რეალობა უფრო რთულია, ვიდრე დასკვნაში წერია. ამბობენ, რომ ჩვენ დავაზიანეთ ნაწილი", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები ალტერნატიულ ფართში გაყვანას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობას ბინადართა ნაწილი არ აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები მერიაში შევიდნენ ვიცე მერთან შესახვედრად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა