ფილიპინების პოლიციამ ონლაინ თაღლითობის საქმეზე 474 ადამიანი დააკავა

ფილიპინების პოლიციამ ონლაინ თაღლითობის საქმეზე, 474 ადამიანი დააკავა, მათ შორის ისრაელის რვა მოქალაქეა. ამის შესახებ გამოცემა Philippine Daily Inquirer იუწყება.

პოლიციის ხელმძღვანელის გენერალ ოსკარ ალბაიალდას განცხადებით, კიბერდანაშაულებთან ბრძოლის ჯგუფმა კომპანია International Branding Development Marketing-ის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. რეიდის ფარგლებში კომპანიის 474 თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც ონლაინ ტრანზაქციებს ახორციელებდნენ კლიენტებთან ევროპიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და რუსეთიდან.

პოლიციაში დააზუსტეს, რომ დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც საჩივარი მიიღეს ავსტრალიიდან და სამხრეთ ამერიკიდან კომპანიის კლიენტებისგან.

სამართალდამცველების ინფორმაციით, კომპანია ორი წლის განმავლობაში კლიენტებს არწმუნებდა ინვესტიციები ჩაედოთ ჯერ კრიპტოვალუტაში, ხოლო შემდეგ კი კომპანიის აქციებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა