უკრაინის პარლამენტმა ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონი მიიღო

უკრაინის პარლამენტმა ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონი მიიღო. კანონის თანახმად, უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო მაღალჩინოსნებს შორის კორუფციის საქმეებს განიხილავს.

კერძოდ, საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის საბიუჯეტო სახსრების არამიზანშეწონილი გამოყენება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, არაკანონიერი გამდიდრება, ქრთამის აღება და ა.შ.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 315 დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრამდე პარლამენტში სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა. მან დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ასრულებს ქვეყანაში ანტიკორუფციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ აქამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონს არ მიიღებდა, ის გადადგებოდა თანამდებობიდან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა