უზენაეს სასამართლოს სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრი და სენატის თავმჯდომარე მოსამართლე ვილიამ პოჰანჩენიკი და დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული პალატების თავმჯდომარეებთან და სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეებთან გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯოდმარე ვასილ როინიშვილი, რომელმაც სტუმრებს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურის, ფუნქციონირების, მოსამართლეთა დანიშვნის წესის, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ქართულ მართლმსაჯულებაში მიმდინარე რეფორმის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, სტუმრებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლებს გაუზიარეს ინფორმაცია სლოვაკეთის სასამართლო სისტემისა და კორუფციასთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები უზენაეს სასამართლოებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, მეტად ნაყოფიერ და მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ორმხრივ ურთიერთობებში და მოსამართლეებს გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ სრულყოფაში ეხმარება.

სლოვაკეთის დელეგაციის წევრებმა ,,მართლმსაჯულების მუზეუმი“ მოინახულეს და უზენაესი სასამართლოს შენობის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიას გაეცნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა