ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სოხუმის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოებს ადგილზე გაეცნენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რეგიონის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში.

„ბაგრატიონის ქუჩამდე ეტაპობრივად ყველა ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, სოხუმის ქუჩის კეთილმოწყობაც, სადაც მიდის ასფალტის დაგება, სანიაღვრე სისტემების შეცვლა, ბორდიურების მოწყობა და სხვა ტიპის სამუშაოები”, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, 2018 წელს უკვე დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები 40-მდე ობიექტს, ქუჩას, ქუჩის მონაკვეთს და ჩიხს მოიცავს. მიმდინარე ეტაპზეა 20-მდე პროექტი.

„დამატებით, დაგეგმილია რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობა, მათ შორის ბონი-გოროდოკის დასახლებაში. ეს უკანასკნელი საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შევიტანეთ და დაახლოებით 10-12-მდე ქუჩა და ქუჩის მონაკვეთი კიდევ დაემატება ამ სტატისტიკას“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

სოხუმის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 მილიონ 619 ათას 993 ლარია გათვალისწინებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა