დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს.

ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა კომისიას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შესთავაზა. ანრი ოხანაშვილი სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ სხდომაზე განაცხადა, რადგან კომისიაში უმცირესობა უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია რომ მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან იქნას შერჩეული.

ამასთან, დროებითი საგამოძიებო კომისიამ აირჩია კომისიის მდივანიც. კომისიის მდივნის თანამდებობაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე შეირჩა.

დროებით საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს