ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ხვალ დაიხურება

ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ხვალ დაიხურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ფესტივალი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობდა.

ფესტივალში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, ახალგაზრდა მხატვრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელის საფეხმავლო სივრცის კედლები მოხატეს. მოხატვის სამუშაოებთან ერთად, სხვადასხვა სოციალური და კულტურული აქტივობები განხორციელდა.

მერიის განცხადებით, პროექტის მიზანი იყო ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა საფეხმავლო სივრცის იერსახის გამოსწორება /რეაბილიტაცია; ქუჩის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია; ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.

ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მუსიკალური პროგრამით დაიხურება, რომელზეც გამოვლენ: 13:00 საათზე - DJ Stimmhalt; 15:00 საათზე - St. Nudes; 15:40 საათზე - ქუჩის მუსიკოსები; 16:10 საათზე - DJ ალექსეი ბექაური; 17:00 საათზე - ზაზა ნოზაძე; 17:40 საათზე – CAS; 18:10 საათზე - RAS Green & nick green; 18:40 საათზე – Fula; 19:10 საათზე - Terika; 19:40 საათზე - DJ Giord და 22:40 საათზე - DJ Hatsvali

ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2 ივნისს დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა