პრეზიდენტი თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - მიაჩნია, თუ არა, რომ ეს არის ლოგიკური მოთხოვნა და ფიქრობს თუ არა, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს.

„ჩემი პასუხი არის თანხმობა იმ საზოგადოიებაში არსებულ პათოსთნ რომელსაც გააჩნია თავისი აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტაცია“, განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის პრეტენზია, რომელიც მათ თეა წულუკიანთან მიმართებაში გააჩნიათ, ეს არის მათი მხრიდან აწეული „ძალიან კარგი მორალური თამასა“.

„იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ჯერ ეს ერთი, ძლიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე ვუყურებდი არსამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ - მაგალითისთვს არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამას ასწიეს. თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. ხელისუფლებასთან მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი არის სწორი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა