მარიამ ჯაშის ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის რეფორმის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალ კვირას მიიღებს

პარლამენტი მესამე მოსმენით მომავალ კვირაში მანდატურის სამსახურის რეფორმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას დაასრულებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის ტრაგედია აღარ განმეორდეს.

მარიამ ჯაშის თქმით, სკოლების უსაფრთხოების საკითხი კომპლექსური თემაა, რომელშიც სხვადასხვა უწყებების ჩართულობაა საჭირო. ამასთან საჭიროა სკოლებში სპორტული და სახელოვნებო კუთხით გაძლიერდეს სწავლება.

მან ასევე ისაუბრა მანდატურის სამსახურის რეფორმირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე.

„პარლამენტი მესამე მოსმენით მომავალ კვირაში მანდატურის სამსახურის რეფორმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას დაასრულებს, 30 000 მოსწავლის ჩართულობით განათლების სამინისტრომ ასევე ჩაატარა დეტალური კვლევა, თუ სად ხედავენ ბავშვები პრობლემას სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ბულინგის საკითხებზე და რა შეიძლება გაკეთდეს მათი მოსაზრებით აღნიშნული პროცესის გასაუმჯობესებლად. ფსიქოლოგიური სამსახურის გაუმჯობესება არის ერთ-ერთი ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულება და განათლების სამინისტრომ უკვე აამუშავა ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა