პროფესიული უნარების გაუმჯობესების მიზნით 20 ათასამდე მასწავლებელი და 2000–ზე მეტი სკოლის დირექტორი გადამზადდება

პროფესიული უნარების გაუმჯობესების მიზნით საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 20 ათასამდე მასწავლებელი, ასევე 2000–ზე მეტი სკოლის დირექტორი გადამზადდება.

სასტუმრო „რედისონში“ დღეს მასწავლებელთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია – „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას“, მიმდინარეობს, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ და სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება აღნიშნული ფონდის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. კონფერენციას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 200-ზე მეტი მასწავლებელი და 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტი ესწრება.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტისთვის“ აშშ–ს მთავრობამ 14 მლნ დოლარის გრანტი გამოყო. პროექტი სამწლიანია და 2019 წელს დასრულდება. პროექტის მავარი მიზანი „სწავლა–სწავლების“ ხარისხის განვითარება, ასევე მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული უნარების ამაღლებაა.

სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორის გიორგი მაჩაბელის განცხადებით, ტრენინგებისთვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლები ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად შეირჩა. კერძოდ, შიდა და საერთაშორისო შეფასებების შესწავლის შემდეგ.

„ზემოთ აღნიშნულ საგნებში ჩაითვალა, რომ მეტი პრევენცია და ძალისხმევაა საჭირო. არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ წინ მივდივართ“, – განაცხადა მაჩაბელმა.

მისივე თქმით, ამდენად, პროექტის ფარგლებში 20 ათასამდე პედაგოგი, 2 ათასზე მეტი დირექტორი და ასევე 2 ათასი ფასილიტატორი გადამზადდება.

კონფერენციაში აშშ–ს ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდიც მონაწილეობდა, რომლის განცხადებით, აშშ–ს მთავრობის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ ზოგადად საქართველოს განათლების სისტემაში 140 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. „ეს არის დიდი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მომავალი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა აშშ–ს ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა