ადვოკატი - მირზა სუბელიანმა მისცა დეტალური ჩვენება და ფაქტობრივად აღიარა დანაშაული

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. როგორც შსს-დან გამოსვლის შემდეგ სუბელიანის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა ჟურნალისტებს განუცხადა სუბელიანი აღიარებს დანაშაულს და სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.

"მირზა სუბელიანმა მისცა დეტალური ჩვენება და ფაქტობრივად აღიარა დანაშაული. მან გულწრფელად და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. მას ბრალი სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაეყენება მხოლოდ", - განაცხადა ინგა ჩალაურმა.

რაც შეეხება სუბელიანის მისამართით არსებულ სხვა ბრალდებებს, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ის ამ ეტაპზე სხვა საკითხებზე ვერ ისაუბრებს.

ამასთან, როგორც ცნობილია, მირზა სუბელიანის ინტერესების დამცველები არ დაეთანხმებიან პროკურატურის შუამდგომლობას მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა