პარლამენტთან „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილი მივიდა

პარლამენტის შენობის წინ დაანონსებულ აქციას „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილი შეუერთდა.

დაზარალებულთა განცხადებით, ისინი უკვე წელიწადზე მეტია ითხოვენ სამართლიანობას, თუმცა სახელმწიფო მათ ყურადღებას არ აქცევს, რასაც სისტემურ პრობლემად მიიჩნევენ. აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულთა ნაწილი იზიარებს მოთხოვნას პრემიერ–მინისტრის გადადგომის შესახებ, ასევე, თბილისის მერის პასუხისმგებლობას აყენებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე ბიძინა ივანიშვილმაც უნდა აიღოს.

აქცია პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციას რამდენიმე წუთში შეუერთდება დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს