ზაზა სარალიძე მოითხოვს, ახალი მთავარი პროკურორი ხალხმა აირჩიოს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მოითხოვს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადადგეს, ხოლო ახალი მთავარი პროკურორი ხალხმა აირჩიოს, -ამის შესახებ სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ვის უნდა ახალი შოთაძის მოყვანა, წულუკიანს, რომელმაც ტაშ-ფანდურით გააცილა დამნაშავე?! მე ამ პიროვნებას აღარ ვენდობი. გადადგეს წულუკიანიც და ხალხმა გადაწყვიტოს, მომავალ პროკურორად ვინ აირჩიოს. მე პირადად ვაცხადებ, რომ ბრძოლას არ შევწყვეტ მანამდე, სანამ ჩემი კონკრეტული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. წულუკიანს არავითარი უფლება არ აქვს, დანიშნოს გენერალური პროკურორი. არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები და წარადგინონ გენპროკურორის თანამდებობაზე, ვისაც ჩვენ ვენდობით“, - განაცხადა სარალიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა