მიხეილ გიორგაძე გომბორზე მომხდარ ავარიაზე - მხოლოდ რეგულაციებით ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ

მხოლოდ რეგულაციებით ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც გიორგაძე ამბობს, რეგულაციები ბავშვების სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების, ასევე მათი მეთვალყურეობის შესახებ შემუშავებულია, თუმცა, რეგულაციები სათანადოდ ვერ სრულდება.

„თქვენ გახსოვთ ის ტრაგედია, რომელიც ქობულეთში რამდნეიმე წლის წინ მოხდა. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ, კულტურის, სპორტის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს ძალიან მკაფიო რეგულაციები, რომელიც ეხებოდა ბავშვების ტრანსპორტით გადაადგილებას; გამყოლებთან დაკავშირებული კრიტერიუმები იყო შემუშავებული, მოზარდების განთავსება, დაზღვევა, გამყოლების, მეთვალყურეების და მშობლების ურთიერთობის მოწესრიგება. ანუ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ინცინდენტების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაგვეყვანა, თუმცა დამეთანხმებით, ალბათ, რომ რამდენი რეგულაციაც არ უნდა შევიმუშაოთ, როგორი ხისტი მოთხოვნებიც არ უნდა იყოს ამ რეგულაციების შესასრულებლად, თუ თითოეული ჩვენგანი მას არ შეასრულებს, თუ მშობელი არ მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ სამარშრუტო ტაქსში ორჯერ მეტი ბავშვი მგზავრობს, თუ მძღოლი ან სატრანსპორტო კომპანია ტრანსპორტის გამართულობას არ უზრუნველყოფს, თუ პედაგოგი, სკოლის დირექტორი ამ რეგულაციების ზედმიწევნით ზუსტად შესრულებას არ მიაქცევს ყურადღებას, მაშინ, რა თქმა უნდა, მხოლოდ რეგულაციებით ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ. გამოსავალი არის იმ წესების დაცვა, რომელიც ამა თუ იმ სფეროშია შემუშავებული. ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაზარალებულების და დაღუპულების ოჯახებს“, - განაცხადა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ გომბორის უღელტეხილზე ავტოავარია მოხდა, რომელსაც თბილისის 175-ე სკოლის ერთი მოსწავლე და სამი მშობელი ემსხვერპლა. ისინი კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს