„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, დეპუტატის დაკავებასთან დაკავშირებით, ბიუროს სხდომა სასწრაფოდ შეკრიბოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეკრიბოს ბიუროს სხდომა, რათა დეპუტატის დაკავებაზე იმსჯელონ.

სამადაშვილის განცხადებით, პარტია ასევე ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

„დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, დაირღვა პარლამენტის რეგლამენტი და მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, დაუყოვნებლივ შეკრიბოს პარლამენტის ბიურო, რათა ჩვენ ვიმსჯელოთ იმაზე, რაც დღეს მოხდა. გადადგეს დაუყოვნებლივ გახარია, რომლის დაქვემდებარებაში მყოფმა ადამიანებმაც დაარღვიეს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი. ივანიშვილის მთავრობა ამ ქვეყნის მართვის კონსტიტუციური ველიდან გავიდა, რაზეც ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ხვალ პარლამენტში მოწვეული არიან დიპლომატები და მათ ჩვენ ვაცნობებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ყველა ოპოზიციურ პარტიას დღეს, 18:00 საათზე, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

“დღეს ჩვენ ვგეგმავდით აქციაზე მისვლას 18:00 საათზე მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის მხარადსაჭერად, მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ ამისთვის უნდა მივიდეთ. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, შემოგვიერთდით პარლამენტთან, რათა ჩვენ ერთად უზრუნველვყოთ ის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება ჰქონდეს ყველა ადამიანს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა