დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები ამ ეტაპზე ძალაში რჩება

ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები ამ ეტაპზე ძალაში რჩება, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სანქციებს, ამ ეტაპზე სასანქციო რეჟიმი ძალაში რჩება, თუმცა პერსპექტივაში მსურს ყველა შეზღუდვის მოხსნა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის შეფასებით, შემდგარი შეხვედრა პროდუქტიული და გულწრფელი იყო და მხარეები მიღწეული შეთანხმებების შესრულებას რაც შეიძლება მალე დაიწყებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ფხენიანი დენუკლეარიზაციისკენ მიისწრაფის. კიმ ჩენ ინმა დაადასტურა თავისი მზაობა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია განახორციელოს. ჩვენ ამ პროცესის შემოწმების საშუალებები განვიხილეთ. ჩრდილოეთ კორეა უკვე ახლა ახორციელებს სარაკეტო პოლიგონების განადგურებას“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის შემთხვევაში, ის შესაძლებლობები, რომელიც ჩრდილოეთ კორეისთვის ხელმისაწვდომი გახდება, უსაზღვროა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ შეწყვეტს სამხედრო წვრთნებს კორეის ნახევარკუნძულის რეგიონში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა