მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავების აუცილებლობას, დიასპორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შემდგომშიც ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას.

მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა ფუად მურადოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა