მომავალი პრემიერის საკითხზე დღეს კონსულტაციები ჩატარდება

დღეს გაიმართება კონსულტაციები და სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

“კანდიდატზე წინასწარ არ ვართ შეჯერებული, გამომდინარე იქიდან, რომ პირადად ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო პრემიერის ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ზოგადად, არაერთი კანდიდატი შეიძლება განიხილებოდეს ჩვენი რიგებიდან. კონსულტაციები წარიმართება და იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის უკვე პირველი შეფასებები და ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს, 17:00 საათზეა დანიშნული.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა