სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობასთან ის დევნილები არიან შეკრებილი, რომლებმაც ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ვერ მიიღეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობასთან ის დევნილები არიან შეკრებილი, რომლებმაც ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ვერ მიიღეს. ისინი სამმართველოს უფროსთან, მანუჩარ ჩილაჩავასთან შეხვედრას ითხოვენ.

"აქედან არსად არ წავალ, აქ დავწვები. ამათ ჩემი ჯანმრთელობა შეიწირეს. რამდენი წელია ვითხოვ ბინას. მპირდებიან და მერე არაფერი. ნაქირავებში ვცხოვრობ, მარტოხელა დედა ვარ, ავადმყოფი. მეც თუ მომკლავენ, ვინ გაზრდის ჩემს შვილს", - განაცხადა ციალა ბებურიამ.

დევნილები აცხადებენ, რომ ვიდრე მათ შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს არ მიიღებენ, არ დაიშლებიან.

იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა ბინის განაწილების პროცესი, რის შედეგადაც 240 დევნილი ოჯახი ზუგდიდში საცხოვრებელ ფართს მიიღებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იმ ოჯახების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს