პრეზიდენტმა ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დაღუპული მეშახტის ოჯახს ტყიბულში ესტუმრა, სამძიმარი გამოუცხადა და სახელმწიფო ჯილდო სანდრო ბუცხრიკიძის მშობლებს პირადად გადასცა.

"მოვედი, რომ მოგისამძიმროთ და გავიზიარო თქვენი ტკივილი და მინდა, სიამაყეც გავიზიარო თქვენთან ერთად, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი შვილი გაუზარდეთ. მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის და წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადმოგცეთ. ეს არის სპეციალურად ქველმოქმედი ადამიანებისთვის დაარსებული ორდენი. ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა მილიონები, მაგრამ იყო ქველმოქმედი. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი ასეთი შვილი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა