სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორი - თუ თემურ აბაზოვმა ჩათვალა, რომ მისი პირადი ღირსება შეილახა, სამართლებრივი გზები უნდა გამოეყენებინა

თუ თემურ აბაზოვმა ჩათვალა, რომ მისი პირადი ღირსება შეილახა, მას სამართლებრივი გზები უნდა გამოეყენებინა, – ამის შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორმა ზაურ ხალილოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხალილოვმა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ფაქტის დროული გამოძიება. ამასთან, მისი შეფასებით მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად გამოიწვია დაუსჯელობის სინდრომის არსებობამ.

„ზოგადად, მსგავსი ფაქტები უნდა იყოს დასჯადი. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აბაზოვმა ჩათვალა, რომ მისი პირადი ღირსება შეილახა, საკითხის მოსაგვარებლად სამართლებრივი გზები უნდა გამოეყენებინა. რაც შეეხება თვითონ პირს, რომელზეც მოხდა ძალადობრივი ქმედებები, ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომ თავდაპირველად ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და შემდეგ საკითხებზე განაწყენდა და დატოვა პარტია. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება და გარჩევები. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, ვიტყვი, რომ სახელმწიფო 28 წელია ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, არ ხდება დანაშაულზე დროული რეაგირება“, - განაცხადა ზაურ ხალილოვმა.

შეგახსენებთ, სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა