ოთხი პარტია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების მომზადებისკენ მოუწოდებს

ოთხი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომზადებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, აშკარაა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები ბევრად უფრო ღრმაა ვიდრე მხოლოდ მთავრობის მეთაურის ან მთავრობის წევრების პერსონალიები.

„მიგვაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გადადგომა იყო დაგვიანებული, მაგრამ სწორი ნაბიჯი, ვინაიდან ბოლო პერიოდის მანძილზე სრულიად აშკარა იყო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ უმკლავდებოდა ქვეყნის წინაშე არსებულ საშინაო, საგარეო და ეკონომიკურ გამოწვევებს.

იმავდროულად, სრულიად აშკარაა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები ბევრად უფრო ღრმაა ვიდრე მხოლოდ მთავრობის მეთაურის ან მთავრობის წევრების პერსონალიები. ქვეყნის მართვის არათანამედროვე, არადემოკრატიული და მანკიერი სისტემა კრიზისში შეიყვანს მთავრობის ნებისმიერ ახალ შემადგენლობას.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება ახალი, დროებითი მთავრობის მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომზადება, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი დემოკრატიული სისტემის საფუძველზე.

მივმართავთ, საქართველოს ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრს ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად განაახლოს პრემიერ კვირიკაშვილის პირობებში შეჩერებული დიალოგი ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ -  „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა;

„თავისუფლება“ - კონსტანტინე გამსახურდია; „ტრადიციონალისტთა კავშირი“ - აკაკი ასათიანი და „ქრისტიან-დემოკრატები“ - გოჩა ჯოჯუა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა