საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერ ბადრი ლიპარტელიანის მხარდაჭერით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეშში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ონიანების ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, დაზარალებულ ოჯახს, საყოფაცხოვრებო ნივთებთან და ჰიგიენურ ამანათებთან ერთად, საოჯახო ტექნიკაც გადასცეს. სოფელ მელეშში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა