კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს წევრები, ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე და წარმატებული წყალბურთელები გიორგი ხვედელიანი და ირაკლი გოგელია სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დეპუტატებმა მოსწავლეებს გააცნეს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სპორტული აქტივობები, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობაც მათ თავიანთი ინტერესების შესაბამისად ექნებათ.

„ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“. დღეს ახალგაზრდებს გავაცანით ყველა ის პრიორიტეტი და აქტივობა, რომელიც მუნიციპალიტეტს და საკრებულოს აქვს სპორტის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებამდე მივიტანოთ ყველა სასიკეთო სიახლე,“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბირბიჩაძის განცხადებით, შეხვედრაზე მოზარდებს გააცნეს სიახლეები, მოისმინეს მათი იდეები და შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

წყალბურთელებმა მოსწავლეებს საკუთარი სპორტული გამოცდილების და წყალბურთის განვითარების კუთხით მიმდინარე სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

საკრებულოს ინფორმაციით, კამპანიის პირველი ეტაპი 5 ივნისს დაიწყო და სამი სამაჟორიტარო ოლქის ცენტრალურ სკოლებში ჩატარდა. სექტემბრიდან კამპანია კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა ოლქის ცენტრალურ საჯარო სკოლებს მოიცავს.

კამპანიის მიზანია სხვადასხვა აქტივობების განხორციელების გზით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა