არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - სხვა განხილვა მის სტატუსთან დაკავშირებით არ ყოფილა

ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პროგნოზი არის მცდარი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ აირჩია და მასთან სტატუსთან დაკავშირებით სხვა განხილვა არ ყოფილა.

„ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პროგნოზი არის მცდარი. ბიძინა ივანიშვილი არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, შესაბამისად, ის ასრულებს ამ ფუნქციას და ამ სტატუსით მონაწილეობს გუნდთან ერთად კონსულტაციებში. სხვა განხილვა მის სტატუსთან დაკავშირებით არ ყოფილა“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს საქართველოში პროცესი, როცა საზოგადეობამ არ იცის, ვინ და რატომ ხსნის პრემიერ-მინისტრებს. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა