„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობენ

მმართველი გუნდი მთავრობის განახლებული შემადგენლობის ფორმირების საკითხზე მსჯელობს. “ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით მიმდინარეობს, სადაც განხილვის მთავარი თემა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე შეჯერება იქნება.

უმრავლესობის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და დღეს გადაწყდება, თუ ვის წარადგენს უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, დღეს ცალკეული მინისტრობის კანდიდატურებზეც იმსჯელებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა